არჩეულ მასალაზე გადასვლა

ფოტოგალერეა „ბრიტანეთი“ 7 (2018 წლის სექტემბრიდან 2019 წლის თებერვლის ჩათვლით)

ფოტოგალერეა „ბრიტანეთი“ 7 (2018 წლის სექტემბრიდან 2019 წლის თებერვლის ჩათვლით)

ამ ფოტოგალერეაში ნახავთ, როგორ მიმდინარეობდა ბრიტანეთში იეჰოვას მოწმეების ახალი ფილიალის მშენებლობა 2018 წლის სექტემბრიდან 2019 წლის თებერვლის ჩათვლით.

  1. აუდიო-ვიდეო მომსახურების შენობა ჩრდილოეთით

  2. აუდიო-ვიდეო მომსახურების შენობა სამხრეთით

  3. ადმინისტრაციული შენობა

  4. საცხოვრებელი შენობა A

  5. საცხოვრებელი შენობა B

  6. საცხოვრებელი შენობა C

  7. საცხოვრებელი შენობა D

  8. საცხოვრებელი შენობა E

  9. საცხოვრებელი შენობა F

2018 წლის 25 სექტემბერი — საცხოვრებელი შენობა A

ხდება მთავარი წყლის მილის გაყვანა ორი ექსკავატორის მეშვეობით. უკანა ფონზე ჩანს ადმინისტრაციული შენობა.

2018 წლის 26 სექტემბერი — აუდიო-ვიდეო მომსახურების შენობა სამხრეთით

კონტრაქტორები მუშაობენ გარე ფასადზე. პანელის ფერი და ფორმა იდეალურად არის შეხამებული გარემოსთან.

2018 წლის 27 სექტემბერი — აუდიო-ვიდეო მომსახურების შენობა სამხრეთით

კონტრაქტორები სპეციალური დანადგარებით ასწორებენ და აპრიალებენ ბეტონის იატაკს.

2018 წლის 4 ოქტომბერი — ადმინისტრაციული შენობა

ჩრდილო-აღმოსავლეთის ხედი ზემოდან. მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები და მთავარი მიმღების წინ ავტოსადგომის მოწყობა. მიმღების შენობა რკინის კონსტრუქციით უკავშირდება ორ ადმინისტრაციულ შენობას, რომელთაგანაც მარცხენა უკვე დასრულებულია. უკანა ფონზე ჩანს აუდიო-ვიდეო მომსახურების შენობა ჩრდილოეთით და აუდიო-ვიდეო მომსახურების შენობა სამხრეთით.

2018 წლის 10 ოქტომბერი — ფილიალის ტერიტორია

საცხოვრებელ შენობა A-სთან ახლოს ტოპოგრაფი ამოწმებს და იწერს მიწის სამუშაოებს. ვინაიდან მიწის სამუშაოები და გამწვანება სამშენებლო პროექტის დასაწყისში განხორციელდა, ნარგავები უკვე გაზრდილი იქნება პროექტის დასრულებისას.

2018 წლის 31 ოქტომბერი — საცხოვრებელი შენობა F

მღებავები ავტოსადგომის იატაკს თეთრი ფისით ფარავენ. ერთ მათგანს აცვია შიპებიანი ფეხსაცმელი, რომელიც კვალს არ ტოვებს შეღებილ ზედაპირზე. ფისიანი ზედაპირი გამძლეა და მასზე არ რჩება ზეთის ლაქები. ასეთი ზედაპირი იდეალურია ავტოსადგომისთვის.

2018 წლის 6 ნოემბერი — აუდიო-ვიდეო მომსახურების შენობა სამხრეთით

სანტექნიკოსები ზომავენ და ჭრიან ჯაჭვებს, რომლებზეც დაჰკიდებენ გათბობისა და განათების პანელებს საკმაოდ დიდი სივრცის გასათბობად.

2018 წლის 6 ნოემბერი — ადმინისტრაციული შენობა

მოხალისეები ღებავენ ადმინისტრაციული შენობის შიდა კედლებს. ყველა ოფისის ჭერზე დამონტაჟებულია გათბობის, ვენტილაციისა და ჰაერის კონდიცირების სისტემები, რომლებიც შავი პოლიეთილენის პარკებითაა შეფუთული დაცვის მიზნით.

2018 წლის 8 ნოემბერი — ადმინისტრაციული შენობა

მოხალისეები ამონტაჟებენ ფოლადის კონსტრუქციას მისაღებში, რეგისტრატორის სამუშაო ადგილის ზემოთ.

2018 წლის 7 დეკემბერი — ადმინისტრაციული შენობა

კონტრაქტორები იყენებენ ობობა ამწეს, რათა დაამონტაჟონ მინის პანელები სასადილო ოთახისა და საკონფერენციო დარბაზის გარეთ.

2018 წლის 10 დეკემბერი — ადმინისტრაციული შენობა

ელექტრიკოსები როზეტების ბუდეებს ამაგრებენ კაბელების ბოლოებზე. ადმინისტრაციული შენობის ოთხივე სართულზე, იატაკის ქვეშ დაახლოებით 50-კილომეტრიანი სადენი გადის. კაბელების ჩამაგრება იატაკის ქვეშ საშუალებას იძლევა მომავალში მინიმალური ძალისხმევისა და ზარალის გარეშე შესრულდეს სარემონტო სამუშაოები.

2018 წლის 26 დეკემბერი — საცხოვრებელი შენობა A

საგანგებო სიტუაციების ბრიგადა ამოწმებს ხარაჩოდან გადმოვარდნის შემთხვევაში რამდენად კარგად მუშაობს უსაფრთხოების ღვედები.

2019 წლის 8 იანვარი — ადმინისტრაციული შენობა

სამშენებლო ბრიგადის წევრი ასწორებს სავალ გზას, სადაც შემდგომ ფილები დაიგება. სავალი გზის გვერდით ექსკავატორით თხრიან ორმოებს, სადაც მთელ გაყოლებაზე ჩაირგვება რცხილის ხეები.

2019 წლის 9 იანვარი — აუდიო-ვიდეო მომსახურების შენობები

ზემოდან გადაღებული კადრი. აუდიო-ვიდეო მომსახურების ორივე შენობის სახურავზე, აგრეთვე ადმინისტრაციული შენობის სახურავზე დამონტაჟებულია ფოტოელექტრული პანელები, რომლებიც მზის ენერგიას გარდაქმნის ელექტროენერგია.

2019 წლის 17 იანვარი — ადმინისტრაციული შენობა

სარემონტო სამუშაოებზე მომუშავე ბრიგადის წევრი მესამე სართულის მისაღებში აგებს კირქვის ფილებს. ფილების ქვეშ დაგებული ნარინჯისფერი საფარი ერთმანეთისგან აცალკევებს ფილებს და იატაკის ქვედა ფენას და იცავს ფილებს გატეხვისგან იმ შემთხვევაში, თუ მისი შეცვლა გახდება საჭირო.

2019 წლის 21 იანვარი — დროებითი შენობა

მოხალისეები საჭმელს იღებენ და მიირთმევენ შენობაში, რომელიც დროებით სასადილოს ფუნქციას ასრულებს. დროებითი სასადილო ყოველ დღე დაახლოებით ათას კაცს მასპინძლობს, რის გამოც სადილი სამ ცვლად მიმდინარეობს.

2019 წლის 30 იანვარი — ადმინისტრაციული შენობა

თვითმცლელებით მასალები გადააქვთ ადმინისტრაციული შენობის უკანა მხარეს. მარჯვნივ შენობის მინებზე დამონტაჟებულია ჟალუზები, რათა სასადილო ოთახი და საკონფერენციო დარბაზი დაცული იყოს მზისგან.

2019 წლის 30 იანვარი — ადმინისტრაციული შენობა

სარემონტო სამუშაოებზე მომუშავეები აგებენ ნოხს. მათ ეხმარებიან „დღის მოხალისეების პროგრამაში“ ჩართული და-ძმები. ეს პროგრამა ითვალისწინებდა სამშენებლო პროექტზე მთელი ბრიტანეთისა და ირლანდის კრებებიდან მოხალისეების მოწვევას ერთი დღით. თებერვლის ბოლოსთვის 5 500-ზე მეტ და-ძმას მიეცა ამ პროექტში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა.

2019 წლის 12 თებერვალი — აუდიო-ვიდეო მომსახურების სამხრეთი შენობა

შენობის ქვედა სართულის შუა ნაწილში კონტრაქტორები აშენებენ გამყოფ კედელს. უსაფრთხოების მიზნით იატაკზე დალაგებული პატარა, ნარინჯისფერი სვეტებით შემოსაზღვრულია ადგილი, რომლის იქითაც მაკრატელა ამწეები არ უნდა გადავიდნენ.

2019 წლის 20 თებერვალი — ადმინისტრაციული შენობა

მოხალისეები ასუფთავებენ მიმღებს, პარალელურად სრულდება იატაკის ქვეშ სამონტაჟო სამუშაოები.