სხვადასხვა ქვეყანაში იეჰოვას მოწმეების რაოდენობა რეკორდულ მაჩვენებელს აღწევს!
1987 წელს ვალენსიაში (ვენესუელა) „პლაზა მონუმენტალის“ სახელით ცნობილ კორიდის არენაზე შეკრებილი 63 580 ადამიანის წინაშე იეჰოვას მოწმეების მაშინდელი ხელმძღვანელი საბჭოს წევრი, ლაიმან სვინგლი წარდგა. დამსწრეთაგან ბევრს მთელი ღამე მოუწია ავტობუსით მგზავრობა, ძმა ლაიმანისთვის რომ მოესმინა. მან შეკრებილ ხალხს შემდეგი სიტყვებით მიმართა: „ერთ დროს ამ ქვეყანაში მაუწყებლები ცოტანი იყავით, რასაც ახლა თქვენზე ნამდვილად ვერ ვიტყვით. ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ მალე თქვენი რაოდენობა 100 000-ს მიაღწევს!“.
1987 წელს ვენესუელაში 38 000-ზე მეტი იეჰოვას მოწმე მუხლჩაუხრელად ქადაგებდა სასიხარულო ცნობას სამეფოს შესახებ. იმ დროისთვის მაუწყებლების რიცხვი 100 000-ს მხოლოდ რვა ქვეყანაში აჭარბებდა.
მსოფლიო მასშტაბით იეჰოვას მოწმეების რიცხობრივი ზრდა ნამდვილად შთამბეჭდავია. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ მხოლოდ რამდენიმე ათასი იეჰოვას მოწმე აუწყებდა ღვთის სამეფოს შესახებ, მაგრამ 1943 წლის „იეჰოვას მოწმეთა წელიწდეულში“ ასეთ რამეს ვკითხულობთ: „1942 წლის საერთო ანგარიში გაოცებას იწვევს; თანაც ისიც გასათვალისწინებელია, რომ ეს მონაცემები სრული არ არის, რადგან ვერ ხერხდება ყველასთან დაკავშირება ... ამ ანგარიშის თანახმად, დღესდღეობით მთელ მსოფლიოში 106 000-ზე მეტი ადამიანი გვატყობინებს, რომ ქადაგებს [სასიხარულო ცნობას]“. მიუხედავად იმისა, რომ ამ პერიოდში მეორე მსოფლიო ომი მძვინვარებდა, ბევრი დადებითად გამოეხმაურა ბიბლიურ ჭეშმარიტებას. შეერთებული შტატები პირველი ქვეყანა იყო, სადაც მაუწყებელთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა; ეს მაჩვენებელი 1950 წელს დაფიქსირდა.
შეერთებული შტატების შემდეგ პირველი ქვეყანა, სადაც მაუწყებელთა რიცხვმა 100 000 შეადგინა, ნიგერია იყო; ეს ციფრი 1974 წელს დაფიქსირდა.
მომდევნო წელს მაუწყებელთა რიცხვმა ბრაზილიაში და გერმანიაშიც 100 000-ს გადააჭარბა. ოთხ კონტინეტზე ასეთი საოცარი ზრდა იმაზე მეტყველებს, რომ ბიბლიური ჭეშმარიტებით მსოფლიოს ყველა კუთხე-კუნჭულში ინტერესდებიან.
მთელ მსოფლიოში არ წყდებოდა მათი რიცხობრივი ზრდა, ვინც სასიხარულო ცნობას იღებდა. ეს ზუსტად ეხმიანებოდა შემდეგ ბიბლიურ წინასწარმეტყველებას: „მცირე ათასად გადაიქცევა, პატარა — ძლიერ ხალხად. მე, იეჰოვა, თავის დროზე დავაჩქარებ ამას“ (ესაია 60:22).
2014 სამსახურებრივი წლის ანგარიშის თანახმად, იმ ქვეყნების რაოდენობა, სადაც მაუწყებელთა რიცხვი 100 000-ს აჭარბებდა, ოცდაოთხი იყო. მათ რიცხვს განეკუთვნებოდა ვენესუელა, სადაც ეს რეკორდული მაჩვენებელი 2007 წელს დაფიქსირდა. დღეს მთელ მსოფლიოში 8 201 545 იეჰოვას მოწმე 115 416 კრებაში მსახურობს.
კონტინენტი |
ქვეყანა |
მაუწყებლები |
---|---|---|
აზია |
იაპონია |
215 703 |
სამხრეთი კორეა |
100 641 |
|
ფილიპინები |
196 249 |
|
აფრიკა |
ანგოლა |
108 607 |
განა |
125 443 |
|
ზამბია |
178 481 |
|
კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა |
216 024 |
|
ნიგერია |
362 462 |
|
ევროპა |
ბრიტანეთი |
138 515 |
გერმანია |
166 262 |
|
ესპანეთი |
112 493 |
|
იტალია |
251 650 |
|
პოლონეთი |
123 177 |
|
რუსეთი |
171 268 |
|
საფრანგეთი |
127 961 |
|
უკრაინა |
150 906 |
|
სამხრეთი ამერიკა |
არგენტინა |
150 171 |
ბრაზილია |
794 766 |
|
ვენესუელა |
140 226 |
|
კოლუმბია |
166 049 |
|
პერუ |
123 251 |
|
ჩრდილოეთი ამერიკა |
კანადა |
116 312 |
მექსიკა |
829 523 |
|
შეერთებული შტატები |
1 243 387 |